ექსპერტთა მესამე ღია შეხვედრა

28 მაისს 11 საათზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში შედგა დამოუკიდებელ ექსპერტთა მესამე შეხვედრა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მარინა გახუტიშვილი და ნინო ქოქიაშვილი), საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი (მარიამ ბეციაშვილი), საქართველოს მწვანეთა მოძრაობა (რუსუდან სიმონიძე და ნინო ჩხობაძე), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია (მარატ ციცქიშვილი და გიორგი მახარაძე), CENN (ნინო თევზაძე), IUCN POSC (ეკა კაკაბაძე), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და მდგრადი განვითარების ცენტრი "რიო" (ინგა ნიკაგოსიანი), ექიმთა კავშირი (თორნიკე ბიძინაშვილი), ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია AFRD (კახა ნადირაძე). სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (ნინო თხილავა, მაია ჯავახიშვილი, თორნიკე ფულარიანი, ნინო ჩიქოვანი), გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო (ქეთი კორძახია), გეოლოგიის სამმართველო (ივანე შველიძე, თინათინ შენგელია, ნანა ჯანჯღავა, ზურაბ ტუღუში), სატყეო დეპარტამენტი (გივი ნინიკაშვილი), გარემოს ეროვნული სააგენტო (ემილ წერეთელი, ჯემალ დოლიძე, მარინე არაბიძე, თამარ მაღლაკელიზე, გულჩინა კუჭავა). შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე საქართველოს ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელი (ხათუნა გოგალაძე). პროექტის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ მისი ექსპერტები: ტომ სტეფორდი, ერჟი სარნასკი და ლია თოდუა.

შეხვედრის მონაწილეებისადმი წარდგენილი იქნა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების მდგომარეობა. აღწერილი იქნა ზღვის სანაპირო წყლების ხარისხისა და სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პრობლემები და მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შესაბამისი თავები გაერთიანდეს. რაზეც დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა უკმაყოფილება - გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზღვის წყლის რეგულირება და ნორმირება განსხვავებულია მტკნარი წყლებისგან და ამიტომ მოხსენებაში ზღვის წყალთან დაკავშირებული თავი ცალკე უნდა იყოს. მონაცემების არარსებობა კი ამ თავში მკაფიოდ უნდა მიეთითოს.

იგივე მოსაზრება გამოითქვა სასმელ წყალთან დაკავშირებით _ მოხსენებაში უნდა აღიწეროს ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვერ ხერხდება წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და რომ ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ არის სასმელი წყლის ხარისხის საქმის ყურში (აქვე უნდა მიეთითოს, რომ ადრე ჯანდაცვის სამინისტრო გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობდა, მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად) .

შეხვედრაზე გამოითქვა მთელი რიგი შენიშვნები გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თავების არსებულ პროექტებთან დაკავშირებით:
  • ბ-ნმა გიორგი მახარაძემ გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად სანდოა მონაცემები ზედაპირულ წყლებში ნიტრიტების კონცენტრაციების შესახებ. კერძოდ, მისი მოსაზრება მდგომარეობდა იმაში, რომ წყალში ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ნიტრიტები იჟანგება და ნიტრატებად გარდაიქმნება, ამიტომ ნიტრიტის კონცენტრაცია მაღალი ვერ იქნება.
  • ბ-ნმა გიორგი მახარაძემ აგრეთვე ეჭვი შეიტანა მონაცემებში მიწისქვეშა წყლებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების , ასევე ლითიუმისა და კადმიუმის მაღალი კონცენტრაციების თაობაზე. მისი აზრით საჭიროა შეფასდეს, თუ როგორი იყო ამ გაზომვების მეთოდიკა და აღემატება თუ არა შედეგები გაზომვათა ცდომილების ზღვარს.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასურველია მოხსენებაში აღწერილი ან მოხსენიებული იყოს ცალკეული მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად წყლის სამმხრივი მონიტორინგის პროექტი (საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი).

ტომ სტეფორდმა სთხოვა შეხვედრის მონაწილეებს წერილობით წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და შეახსენა ვადების შესახებ: სასურველია შენიშვნები წარმოდგენილი იყოს მანამ, სანამ ტექსტი დაკაბადონდება. მან გააფრთხილა მონაწილენი, რომ ამიერიდან ბლოგზე თითოეული თავის გასწვრივ მიეთითება კომენტირების ბოლო ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელ ექსპერტთა კომენტარების გათვალისწინების შესაძლებლობა პროექტს აღარ იქნება.

4 comments:

  1. ბიომრავალფეროვნება: 20 ივნისი, Zalian cota droa darCenili rom rogorme ar moxdes biomravalferovnebis sakiTxebis gamotoveba da iqneb meti yuradReba am mxriv gavaaqtiuroT da arsebuli monacemebi davdoT gansaxilvelad (samistros monacemebs vgulisxmob). me piradad daviwyeb agrobiomaravalferovnebis Sesaxeb monacemebis dadebas blogze. Zalian damwydeba guli Tu es moxseneba gamotovebs am umniSvnelovanes sakiTxs. q-n Ana Ruxazes veli mouTmenlad mivlinebidan! :)) Kakha Nadiradze

    ReplyDelete
  2. გ. მახარაძეMay 31, 2010 at 10:26 AM

    ქ-ნო ლია სხდომის შემდეგ დამიკავშირდა ქ-ნი მანანა გელაშვილი რომელმაც მისაყვედურა: რატომ არაფერს ამბობ შავი ზრვის აუზიის მდინარეების ანალიზის შედეგებზეო. მე საჭიროდ არ ვთვლი აუზების მიხედვით განხილვას, რადგან მტკვარზე გამოთქმული შენიშვნები ვრცელდება როგორც კასპიის ასევე შავი ზღვის აუზის მდინარეებზე. ეხლა რაც შეეხება, ნიტრიტებს. ნიტრიტს ყურადრება ექცევა არა ტოკსიკურობის გამო ,არამედ იმიტომ რომ ის წარმოადგენს გაბინძურების ინდიკატორს .. ნიტრიტი აერობულ პირობებში ამონიუმის იონის დაჟანგვის შუალედურ პროდუქტია და ჟანგბადის არსებობისას სწრაფად გადადის ნიტრატში. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ წყალში ნიტრიტი ფიქსირდება ეს ნიშნავს რომ წყალი გაბინძურებულია (გაჭუჭყიანებულია) ორგანული ნივთიერებებით და მთელი ჟანგბადი მათ დაჟანგვაზე იხარჟება. რადგან ჩვენი მდინარეები მდიდარია ჟანგბადით ამიტომ მათში ნიტრიტების კინცენტრაცია ანალიზური ნოლის ახლოს უნა იყოს. ეს ასეცაა. საქართველოს მტკნარ წყლებში ნიტრიტების კონცენტრაცია იცვლება 0,00 დან 0,09 მგ/ლ-მდე, მტკვარშ 0,02 დან 0,17 მგ/ლ-მდე. აი ამიტომაა ამოსაღები გარემოს ეროვნული სააგანტოს მონაცემები. მე მგონი იქ რაღაც სისტემატურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. . . ,.
    რაც შეეხება მიწისქვეშა წყლებს. ისინი ზედაპირულისაგან განსხვავებით დაცულია, ამიტომ გაჭუჭყიანების წყაროს მითითების გარეშე ,ასევე გამოყენებული ანალიზის მეთოდიკის გარეშე რაიმე ლაპარაკი მიწისქვეშა წყლების დაბინძურების შესახებ მითუმეტეს ლითიუმით, კადმიუმით, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით, ნავთობპროდუქტებით, ფენოლებით და სხვა ნივთიერებებით რბილად რომ ვთქვათ დროის ფუჭი ფლანგვაა. სხვა მონაცემების გაანალიზებას აღარ ვაპირებ რადგან მეც არ მსიამოვნებს ამდენი შენიშვნები.

    ReplyDelete
  3. შენიშვნები (თავი 14, 18).

    თავი 14. “ბიომრავალფეროვნება”
    1.
    1.1. ქვეთავში 2.1. წარმოდგენილია ქვეთავები, რომლებიც მოითხოვს ცალკე ნუმერაციით გამოყოფას;
    1.2. ზოგიერთი ნაწილი მოითხოვს დასათაურებას (მაგ. ცალკე სათაურით გამოსაყოფია ეკოსისტემების დახასიათების ნაწილი), რომელიც ამჟამად წარმოდგენილია ქვეთავში “წითელი ნუსხა”;
    1.3. დოკუმენტის ბოლოში წარმოდგენილი რამოდენიმე ქვეთავი, კერძოდ, “სოფლის მეურნეობა”, “სატყეო მეურნეობა”, და “თევზჭერა”, სავარაუდოდ ეკუთვნის 15-ე თავს - “ბიოლოგიური რესურსები”.
    2.
    2.1. რამდენად სწორი სათაურია “შიდა წყლები” და “ზღვა და ზღვის სანაპირო”? ხომ არ აჯობებდა რომ იყოს “შიდა წყლების ბიომრავალფეროვნება” და “ზღვის და ზღვის სანაპიროს ბიომრავალფეროვნება”?
    3.
    3.1. წარმოდგენილ თავში მოკლედაა მიმოხილული ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. არსებული კანონმდებლობის მიმოხილვა ან უნდა იყოს გაერთიანებული ცალკე თავში, ან თითოეულ თავში იყოს მიმოხილული შესაბამისი კანონები, ისე რომ ყველა თავში ერთი სტილი იყოს დაცული.
    3.2. კანონი “გარემოზე ზემოქმედების შეფასების” შესახებ საკმაოდ ვრცლადაა წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების თავში, მაშინ, როცა, იგი ასევე ესადაგება სხვა თავებსაც.
    3.3. კანონმდებლობის მიმოხილვაში აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონებზე, მაგ, “ტყის კოდექსი”. ასევე ნახსენები იყოს, რომ მუშაობა მიდის “გარემოსდაცვით კოდექსზე”.
    4.
    4.1. თავების ერთნაირი სტრუქტურის შენარჩუნების მიზნით მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ან საერთოდ ამოღებულ იქნას ანგარიშიდან, ან ყველა თავში წარმოდგენილი იყოს შესაბამისი პროექტები და თავის ბოლოს გამოყოფილი იყოს ქვესათაურით;
    4.2. თუ პროექტები წარმოდგენილ იქნება, ტყის პროექტებს დაემატოს პროექტი ევროკავშირის პროექტი “სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის გაუმჯობესება” (ENPI-FLEG) (შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ).
    5.
    5.1. მიზანშეწონილია, რომ ნახსენები იყოს ოკუპირებული ტერიტორიები, ის, რომ ამ ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია არ არის (სავარაუდოდ მოხსენების შესავალში).
    6. “ბიოლოგიური რესურსების მართვაში” თევზჭერასთან ერთად ალბათ ასევე განხილული უნდა იყოს ნადირობაც.
    7. დაცული ტერიტორიები (ამ თავის მეორე ვერსიას, სიამოვნებით გადავხედავდით ხელახლა დამატებითი შენიშვნებისთვის):
    7.1. სასურველია დაემატოს: დაცული ტერიტორიების ნუსხა, მათი ფართობებით და შექმნის წლები; აგრეთგვე დაც.ტერ. საფრთხეები როგორ სისტემურ ასევე ადგილობრივ დონეზე;
    7.2. “დაცული ტერიტორიების განვითარების ძირითადი პრინციპები” ამ ხასიათის დოკუმენტში სავარაუდოდ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, მით უმეტეს, რომ ეს პრინციპები არ არის ოფიციალურად დამტკიცებული. შესაძლებელია მათი დატოვება მხოლოდ იმ მიზნით, თუ გვსურს და იმედი გვაქვს, რომ მოხდება მათი დამტკიცება.
    8. “სატყეო მეურნეობა”
    8.1. სასურველია მიეთითოს: ა) ტყის საშუალო სიხშირე;
    8.2. საფრთხეებში დასამატებელია: ა) არალეგალური ჭრები და ძოვება, ბ) სატყეო ფონდის მიწების სახეცვლილება; გ) რიცხობრივი მონაცემები ნახანძრალი ტერიტორიების ფართობების შესახებ და ბოლო წლების ხანძრების სტატისტიკა;
    8.3. მექანიკური შეცდომა არის 30-ე გვ-ზე – “სახელმწიფო ტყის დაახლოებით 10% დაარსებულია დაცული ტერიტორიები”. აქ უნდა ჩაიწეროს, როგორც ეს მითითებულია 17-ე გვ-ზე.


    თავი 18. “სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა”

    “ნახ. 1. მიწის განაწილება საქართველოში მფლობელის პროფილის მიხედვით. ათასი ჰექტარი” - ლეგენდაში არ არის მითითებული ღია ყვითელი ფერის (3857) მნიშვნელობა. დასაზუსტებელია დიაგრამების მნიშვნელობა.

    ReplyDelete