ყურადღება! 2 ივნისს ბოლო დღეა ეროვნული მოხსენების ჰაერისა და კლიმატის თავების სამუშაო ვერსიების კომენტირებისთვის! თუ კომენტარები/შენიშვნები გაქვთ, გთხოვთ ისინი დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ!
კომენტარები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართებზე mjavakhishvili@gmail.com ან liatodua@csrdg.ge ან ჩაწეროთ აქვე, კომენტარებში. ელ-ფოსტით მიღებული ყველა კომენტარი აგრეთვე დაიდება ამ ბლოგზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: კლიმატის თავი უკვე დიზაინერთანაა, კვირის ბოლომდე ჰაერის თავიც იქ გადაინაცვლებს. ამიტომ მომავალი კვირიდან რაიმეს შეცვლა ამ თავებში უკვე ძალიან რთული იქნება. გთხოვთ გაგვიწიოთ ანგარიში და დროულად მოგვაწოდოთ კომენტარები!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Haeris xarisxze damateba maqvs. me-4 ZiriTadi gamonabolqvebi bolodan wina abzacis boloSi. xeli unda Seewyos saavtomobilo saSUalebebis sawvavis xarisxis da ekonomiuri maCveneblebis gaumjobesebis teqnologiebis ganviTarebas ( maT Soris benzinisa da dizelis sawvavis ekologiurad sufTa misarTebis)
ReplyDeleteCemi organizacia Cvens aqaur partniorTan erTad ukve muSaobs aseT misarTebze. erT erTi aseti bezinis misarTi ukve davaregistrirebineT US EPA ( Petro-log - Gasoline additive)da exla kanadaSi unda gamovcadoT. ase, rom adgilobrivi teqnologiebis ganviTarebas xeli unda Seewyos.
pativiscemiT gia abtamia
With kind regards,
Grigol (Gia) Abramia
Director
International Center for Environmental Research
გაწვდით რამოდენიმე შენიშვნას თავი „კლიმატის ცვლილება“-ს მიმართ. ამავე დროს გთხოვთ, არ მიიღოთ ეს შენიშვნები კატეგორიულ მოთხოვნებად, რადგან მიმაჩნია, რომ ე. წ. სათბურის გაზების ემისიების შესწავლა საქართველოს მასშტაბით მეტად მნიშვნელოვანია და ამ პროფილით მომუშავე სპეციალისტები იმსახურებენ მხარდაჭერასა და წახალისებას. ამავე დროს ვთვლი, რომ სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ამ შინაარსის ინფორმაცია უნდა განლაგდეს მოხსენების თავში „ჰაერის ხარისხი“, მხოლოდ არ არის საჭირო მყვირალა სათაური „კლიმატის ცვლილება“. უფრო მომგებიანი იქნება, თუ ამ თავის („ჰაერის ხარისხი“) შესაბამის პარაგრაფს ექნება სათაური „სათბურის გაზების ემისიები“. ამ დროს ავტორებს სრული შესაძლებლობა ექნებათ აკეთონ დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი დასკვნები კლიმატის (როგორც გლობალური, ასევე რეგიონალური) სავარაუდო ცვლილებების შესახებ(მხოლოდ არა დომინანტური, ცალმხრივი განცხადებებების სახით, რაც შესაძლებელია გახდეს მიმზიდველობის შემცირების საბაბი საქართველოსათვის - თავისი კლიმატური პირობების მრავალფეროვნების უგულებელყოფიდან გამომდინარე).
ReplyDeleteაქვე მინდა შევნიშნო, რომ ჩვენი საზოგადოების მიერ განხორციელებული კოლოსალური სამუშაო – კლიმატური მონაცემების სისტემატიზაციისა და სერთიფიცირების მიმართულებით იგნორირებულია კლიმატის ცვლილებიტ კონიუქტურულად დაკავებული სახელმწიფო მოხელეებისგან. მაშინ, როდესაც უკვე დღეისთვის მომზადებულია და ფაქტიურად გამოცემულია ავტორისეული ეგზემპლიარები კლიმატური საკადასტრო მონაცემების ყოველწლიურებისა 1991-2000წლების პერიოდისათვის საქართველოს რეგულარული სადამკვრვებლო ქსელის 24 სადგურისა და 20 საგუშაგოსათვის.
კარგი იქნებოდა, თუკი კლიმატის ცვლილების ფაქტიური ტენდენციის გამოვლენით დაინტერესებული პირები დააყენებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინაშე საკითხს – საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სრული კლიმატური მონიტორინგული პირველად მასალების გადარჩენის და საკადასტრო მონაცემების სახით წარმოდგენის მიმართულებით. ეს დაკავშირებულია ძალიან მცირე ხარჯებთან (იმაზე გაცილებით ნაკლები – ვიდრე ამჟამად სჭირდება 4-5 თანამშრომლის მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებას), ხოლო ეკონომიკურ-ფინანსური, აგრეთვე სტრატეგიული და სამეცნიერო-გამოყენებითი თვალსაზრისით ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რის შესახებაც პირადად მე მზად ვარ მოვიყვანო სათანადო დასაბუთება.
შენიშვნა ¹1. თავის ნუმერაცია და დასათაურება არ ემთხვევა მოხსენების საერთო სტრუქტურას (კერძოდ, წარმოდგენილ მეხუთე ვერსიაში თავს აქვს მინიჭებული ნომერი „3“, მაშინ როდესაც საერთო სტრუქტურაში ამ ნომრით მოცემულია „ჰაერის ხარისხი“, ხოლო „კლიმატის ცვლილება“-ს აქ მინიჭებული აქვს ნომერი „4“).
ჩემის აზრით, არ არის გამართლებული „კლიმატის ცვლილება“-ს ცალკე თავად წარმოდგენა, რადგან მოხსენების დანიშნულებაა ყოველწლიური სავალდებულო წესით მომზადებული ინფორმაციის წარმოდგენა ქვეყნის მასშტაბით გარემოს არსებული მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად უნდა ეყრდნობოდეს მრავალწლიური მონაცემების ანალიზს, შეუძლებელია ყოველწლიურ მოხსენებებში იქნეს წარმოდგენილი. ამავე დროს აქ მომზადებულ მასალაში ძირითადი აქცენტები კეთდება არადამაჯერებელ დასკვნებზე კლიმატის ცალმხრივი ცვლილებების თაობაზე.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დონეზე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად (ფაქტიურ მონაცემთა ფალსიფიკაციის მხრივ), კონიუქტურულმა მიდგომამ კლიმატის მკვეთრად გამოხატული დათბობის მიმართულებით ცვლილების შესახებ, საერთო აღიარებით, გარკვეუწილად სახელი გაუტეხა კლიმატის პროფილის მეცნიერ–მკვლევარებს.
შენიშვნა #2. ამ თავის სხვადასხვა ვერსიებში მოყვანილი, საპროგნოზო მოდელური გათვლებით დადგენილი ერთი და იგივე დანიშნულების მქონე ინფორმაციის რიცხვითი სიდიდეები ძირითადი კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ნალექები) შესახებ, სეზონური და საშუალოწლიური მნიშვნელობებით წარმოდგენილი – მკვეთრად განსხვავებულია. საინტერესოა, რამ გამოიწვია ადრინდელი მაჩვენებლების ახალი მნიშვნელობებით ჩანაცვლება და ვინ შეაფასა ამ მონაცემების საიმედობა საერთოდ?
ReplyDeleteშენიშვნა ¹ 3. იგნორირებულია ამ თავის მიმართ ჯერ კიდევ მარტის თვეში წარმოდგენილი შენიშვნები. ეს შენიშვნები ამ თავის მეხუთე ვერსიის დროსაც ძალაში რჩება
კერძოდ:
მოხსენების თავი 4. კლიმატის ცვლილება აღნიშნულია: „... გამოვლინდა ძირითადი კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ნალექები) ცვლილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ...“
შენიშვნა:
- აუცილებელია იმ პუნქტების ჩამონათვალისა და კონკრეტული მაჩვენებლების დაფიქსირება, რომელთა შესატყვისი ფაქტობრივი კლიმატური მონაცემები გახდა საფუძველი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილების დახასიათებისათვის. მითუმეტეს, რომ მოყვანილი რაოდენობრივი მაჩვენებლები ცალსახად აფიქსირებს ამ ცვლილებას საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი რეგიონებისათვის. იმის გამო, რომ რეგულარული კლიმატური(რეჟიმულ-მეტეოროლოგიური) დაკვირვებების პირველადი მასალები ძირითადად დაუმუშავებელია, გარკვეულ ეჭვს იწვევს მოყვანილი სიდიდეების რეპრეზენტატულობა საქართველოს მთელი ტერიტორიის დასახასიათებლად;
- რამდენად შესაძლებელია, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის იმ პირველადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საფუძველს წარმოადგენს კლიმატური პარამეტრების ცვლილების მოყვანილი მაჩვენებლების დადგენისათვის;
- საინტერესოა აქ მოყვანილი მონაცემების ხარისხზე პასუხისმგებლობის დონე. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა პრინციპით მოხდა მოხსენების ამ თავის მომზადებისათვის ძირითადი შემსრულებლების შერჩევა (ბუნებრივია, თუ არ არსებობს პასუხისმგებლობა – ნებისმიერი შემსრულებელი აიღებს შესაბამის დავალებას, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულების კომპეტეტურ ექსპერტთა კონტიგენტი საკმაოდ მრავალრიცხოვანია საქართველოში). აქვს თუ არა პრინციპული მნიშვნელობა რეპრეზეტატული მონაცემების დადგენისათვის გაწეული, მეტად პროფესიული და შრომატევადი სამუშაოს ჩამტარებელი, ამ მონაცემების მართვის პროგრამული კომპლექსების ექსკლუზიური მფლობელების ჩართვას ინტერესის სფეროში არსებული პრობლემის რეალური სურათის დადგენის პროცესში.
ბატონი ზურაბი მართალია, თავების ნუმერაცია დაკაბადონებულ ვერსიაში იცვლება _ გაუქმდა თავი 1, წყლის რამოდენიმე თავი შეიძლება გაერთიანდეს, დაიყოფა ქიმიკატების და რადიაციის თავები და ა.შ. საბოლოო სტრუქტურას სამინისტრო კიდევ ერთხელ დაამტკიცებს და აქაც გაცნობებთ
ReplyDelete