მოხსენების თავი 4. კლიმატის ცვლილება აღნიშნულია: „... გამოვლინდა ძირითადი კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ნალექები) ცვლილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ...“ შენიშვნა: - აუცილებელია იმ პუნქტების ჩამონათვალისა და კონკრეტული მაჩვენებლების დაფიქსირება, რომელთა შესატყვისი ფაქტობრივი კლიმატური მონაცემები გახდა საფუძველი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილების დახასიათებისათვის. მითუმეტეს, რომ მოყვანილი რაოდენობრივი მაჩვენებლები ცალსახად აფიქსირებს ამ ცვლილებას საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი რეგიონებისათვის. იმის გამო, რომ რეგულარული კლიმატური(რეჟიმულ-მეტეოროლოგიური) დაკვირვებების პირველადი მასალები ძირითადად დაუმუშავებელია, გარკვეულ ეჭვს იწვევს მოყვანილი სიდიდეების რეპრეზენტატულობა საქართველოს მთელი ტერიტორიის დასახასიათებლად; - რამდენად შესაძლებელია, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის იმ პირველადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საფუძველს წარმოადგენს კლიმატური პარამეტრების ცვლილების მოყვანილი მაჩვენებლების დადგენისათვის; - საინტერესოა აქ მოყვანილი მონაცემების ხარისხზე პასუხისმგებლობის დონე. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა პრინციპით მოხდა მოხსენების ამ თავის მომზადებისათვის ძირითადი შემსრულებლების შერჩევა (ბუნებრივია, თუ არ არსებობს პასუხისმგებლობა – ნებისმიერი შემსრულებელი აიღებს შესაბამის დავალებას, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულების კომპეტეტურ ექსპერტთა კონტიგენტი საკმაოდ მრავალრიცხოვანია საქართველოში). აქვს თუ არა პრინციპული მნიშვნელობა რეპრეზეტატული მონაცემების დადგენისათვის გაწეული, მეტად პროფესიული და შრომატევადი სამუშაოს ჩამტარებელი, ამ მონაცემების მართვის პროგრამული კომპლექსების ექსკლუზიური მფლობელების ჩართვას ინტერესის სფეროში არსებული პრობლემის რეალური სურათის დადგენის პროცესში.
კომენტარი აღნიშნულ შენიშვნებზე: საქართველოს ბუნებრივი გარემოს შესწავლის მეტად რთული პრობლემა უშუალოდ უკავშირდება მის მდგომარეობაზე დაკვირვებების ფაქტიური მონაცემების ანალიზს. ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე გარემოს ფაქტორებზე დაკვირვებათა მონაცემების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამასთან განსხვავებულია თვით დაკვირვებების პერიოდების ხანგრძლივობა და მათი ჩატარების რეგულარობა. საქართველოს პირობებში, ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის დასახასიათებლად უკვე მოპოვებულია საუკუნოვანი პერიოდის რიგის შესატყვისი რეგულარული დაკვირვებების მონაცემები: მეტეოროლოგიის, აგრომეტეოროლოგიის, აეროლოგიის, აქტინომეტრიის, ატმოსფერული ელექტროობის, ჰიდროლოგიის, ღვარცოფული ნაკადების, მთებში თოვლის საფარის სიმაღლის, მყინვარების მდგომარეობის, ოზონომეტრიის, რადიომეტრიის, ჰიდროქიმიის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხისა და მრავალი სხვა კომპონენტის მახასიათებელთა ფაქტობრივი მნიშვნელობების განსაზღვრის მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებების შესატყვისი, უშუალოდ დაკვირვებებითა და გაზომვებით მიღებული მონაცემები(მახასიათებლები), ურთიერთკავშირის რთული დამოკიდებულებებით ხასიათდებიან. ისინი ასახავენ ერთიანი ბუნებრივი გარემოს ფაქტიურ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე, მათი ერთობლიობა ემორჩილება ფიზიკის კანონებით დადგენილ თანაფარდობებს. ეს გარემოება საფუძვლად უდევს დაკვირვებებითა და გაზომვებით მიღებული მონაცემების სერტიფიცირებისა და ერთგვაროვნობის(ჰომოგენურობის) პროცესის ჩატარებას. ცალკეულ მიმართულებათა მიხედვით მოპოვებული დაკვირვებების მონაცემები აგრეთვე ხასიათდებიან საგრძნობი მრავალფეროვნებით. აღნიშნული თავისებურებებით გამოირჩევა საქართველოს რეგულარული ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის კლიმატური დაკვირვებების მონაცემები. ეს განაპირობებს მათი მიზნობრივი დამუშავება–სერტიფიცირების პრობლემის გადაწყვეტის აქტუალობას.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მრავალმა ადრინდელმა საბჭოთა რესპუბლიკამ(მათ შორის-საქართველო), რომელთაც მიიღეს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი, თითქმის 15 წლის პერიოდისათვის დაკარგეს შესაძლებლობა რეალურ ვადებში მიეღოთ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე რეგულარული მეტეოროლოგიური მონიტორინგის პირველადი მასალების კომპიუტერული დამუშავების შედეგები (რასაც ადრე ახორციელებდა ამ მიმართულებით დარგობრივი მოთავე ორგანიზაცია, რომელიც განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ქ. ობნინსკში). ამის გამო, დაგროვდა რეგულარული ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის სადგურებისა და საგუშაგოების ბოლო 15 წლის კლიმატური მონიტორინგის დაუმუშავებელი მასალები. ამ მასალების მიზნობრივი დამუშავება (მათ შორის – დაკვირვებებითა და გაზომვებით მოპოვებული პირველადი მონაცემების სერტიფიცირება და რეჟიმულ-კლიმატური მახასიათებლების დადგენა) დაკავშირებულია მეტად შრომატევადი და მაღალკვალიფიციური სამუშაოების მთელი კომპლექსის შესრულებასთან. ამასთან ერთად ადგილი აქვს პრინციპულ სირთულეებს პირველადი მასალების საიმედოდ დაცვა-შენახვის მიმართულებით, რადგან დაკვირვებათა რეგისტრაციის ჟურნალებში მონაცემების მნიშვნელობები - ქაღალდზე ფანქრით შესრულებული ჩანაწერების სახითაა მოცემული. პრაქტიკულად, ასეთი სახით არსებული პირველადი მასალების გამოყენება შეუძლებელია კლიმატური მახასიათებლების დასადგენად და საჭიროებენ ზემოთმითითებულ სერტიფიცირებასა და მიზნობრივ დამუშავებას სპეციალიზებული პროგრამულ-ტექნიკური კომპლექსებისა და თანამედროვე კომპიუტერების გამოყენებით. საქართველოში, კლიმატზე რეგულარულ დაკვირვებათა სისტემის ხანგრძლივობა სცილდება საუკუნოვან საზღვრებს (იხ. ცხრილი). აქედან გამომდინარე, განსხვავებულია დაგროვებას დაქვემდებარებული ინფორმაციული მასალების წარმოდგენის ფორმები და სახეები - იმის შესატყვისად, თუ ტექნიკური უზრუნველყოფის რომელი პერიოდია ასახული მონაცემთა მოპოვებისა და პირველადი მანქანური დამუშავების რეალური პროცესის შესრულებისას. დამატებით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგრძნობი ჩამორჩენაა ბოლო წლების მასალების კომპიუტერულ სათავსებზე გადატანის და შესაბამისად, მათი მიზნობრივი დამუშავება-სერტიფიცირების მხრივ. ამ საკითხის გადაწყვეტის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია: - ერთის მხრივ, საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ურბანული ზონების კლიმატური ფაქტორების მიმართ დიდი მრავალფეროვნებით (მათ შორის: ზღვისპირა, დაბლობი, ბარი-მთისწინა და მთიანი ტერიტორიული ზონები). ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია გაცილებით მეტი ინსტრუმენტული დაკვირვებების ფაქტობრივი მონაცემების გამოყენება (დაახლოებით 10-15ჯერ მეტი, ვიდრე ამჟამადაა ხელმისაწვდომი); - მეორეს მხრივ, კვლევების მეცნიერული ასპექტების საგრძნობი გაფართოების შესაძლებლობის მიღების აუცილებლობით, მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდების სრულყოფის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.
ქ-ნო ლია! ბოდიში უნდა მოვიხადო – პარასკებს, 26-ში სხდომას ვერ დავესწრები;წერილობით გიგზავნით შენიშვნებს და ჩემს მოსაზრებებს!
აქვე მინდა საერთო პირველადი შეფასება: ძალზე კარგად მიდის თქვენი მუშაობა; უღრმესი მადლობა ასეთი ”ინფორმაციულად ტევადი” საიტისათვის - უამრავი საჭირო და აუცილებელი ინფორმაციაა! (მრავალი მქონდა დაკარგული, ვირუსებისა და კომპიუტერების ხშირი ცვლის გამო). სხვათაშორის, ექსპერტებს ურჩიეთ უფრო ყურადღებით გაეცნონ აქ მოთავსებულ ინფორმაციებს, მაშინ არ წამოიჭრება საკითხები: ”ინდიკატორებზე”, ცალკეული გაზომვების მონაცემებზე და ა/.შ.
ტომი მართალია - ავადობების საკითხი არ არის ცალსახი და ოფიციალური მიდგომები ძალიან განსხვავდება საქართველოში ”გაბატონებული” ვერსიებიდან! თვით მსოფლიო ჯანდაცვის ”ყოველწლიურებში” ეს საკითხები ძალიან ფრთხილადაა გაშუქებულები: პირდაპირი კავშირები ავადობასა და რაიმე ტოქსიკანტის ”შეღწევა-კონცენტრაციებთან” მხოლოდ პროფესიული ინტოქსიკაციების დროს ფიქსირდება, და არა გარემოსათვის ტიპიური ზემოქმედებების დოზებისათვის!
მინდა გირჩიოთ იყოთ კატეგორიული და შეუვალი: არავითარი კერძო კვლევების შედეგები, არავითარი ექსპერტების სამეცნიერო ტიტულების ავტორიტეტი. Oორი რჩევა (ფაქტობრივად ეს ჩემი მოთხოვნაა, თუმც “ულტიმატუმების “ უფლება არ მაქვს): - მაქსიმალურად აუარეთ გვერდი ავადობებს (უმრავლეს შემთხვევაში სტატისტიკურად გაუმართავი მონაცემებია, განზრახ “გამუქებული” დაფინანსების მაძიებლების მიერ; მაგალითი – ნარკომანების მონაცემებიდან გამოდის, რომ ასეთები ყველა ოჯახში გვყავს? სისულელეა; უარესი უაზრობაა ონკოლოგიაზე – საერთოდ ახლოს არ არის რეალობასთან: საერთო ზრდა კი აღინიშნება, მაგრამ ამაზე კვალიფიცირებულმა ეპიდემიოლოგებმა უნდა ილაპარაკონ თავის წლიურ ანგარიშებში, და არა გარემოს დაცვის სამინისტრომ; ეს ეხება აგრეთვე “ბაქტერიალურ დაჭუჭყიანებას” – ეს სანიტარიის თემაა, და არა გარემოს დაცვის! Uუნდა გვახსოვდეს, რომ რატომღაც ამ “ეროვნულ მოხსენებას” აღარ აწერს ხელს ჯანდაცვა! - მაქსიმალურად შეეცადეთ არ ილაპარაკოთ და არ შეეხოთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. Eჯერ ეგერთი, ეს პრობლემა არ არის გარემოს დაცვის და მითუმეტეს ამ სამინისტროს განსახილველი. Mმეორე და მთავარი – ეს საკითხი ასე მარტივი და ცალსახი არ არის; თუ გაინტერესებთ გამოგიგზავნით უდიდესი მეცნიერის (ცოცხლებიდან) დაისონის სტატიას – ის წერს, რომ სულ მალე “გენური ინჟენერის სათამაშო კონსტრუქტორები” (?!?!) კომპიუტერებზე ფართოთ გავრცელდება, და საერთოდ გონებაგახსნილმა ბიოლოგებმა კარგა ხანია იციან “გენების თავისუფალი მიგრაციის” მოვლენები!
მოხსენება - ეს ოფიციალური ეროვნული დოკუმენტია, და მაშში “ლირიკა” ნაკლებად უნდა იყოს, ისევე , როგორც “დიდი მეცნიერების” ცალკეული, თუნდაც ძალზე ფასეული ნამოღვაწარი: ნიადაგების რუქა იქ საჭირო არაა, ნიადაგების ტიპები და მათი გეოგრაფიული გავრცელება არ არის ამ “მოხსენების” ინტერესებში; ნიადაგების ეროზიული მდგომარეობა, გამოფიტვა, ანტროპოგენური ზემოქმედების შედეგები და ა. შ. სულ სხვა საქმეა!
კარგი იქნება თუ მოხსენების სტრუქტურაში “ჩაგეგმილ” ზოგად “შესავლებს” ან მაქსიმალურად ამოიღებთ, ან ძალზე შეამცირებთ – აქ ჩვენ ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვით! “კლიმატის ცვლილებაზე” თქვენ სავსებით პრაგმატული ხედვა გაქვთ – აქცენტი კატასტროფულ მოვლენებზე სწორია; მაგრამ თქვენს მიერ ნახსენებ 3 ფაქტორთან ერთად აუცილებელი მყინვარების ცვლილებების საკითხის განხილვა, როგორც მდინარეების კვების ასპექტში – საქართველოსათვის დათბობის საშიშროება მდინარების ჩამონადენების (კვების) არასტაბილურობაშია.
ეკოლოგიაში არის ერთი მთავარი პრინციპი: დაჭუჭყიანების დაფიქსურებული დონე არ მიიღება მხედველობაში, თუ არ არის დაფიქსირებული რეალური წყარო და გამოვლენილი არ არის გზა “პოლუტანტის გადატანისა”. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაინტერესებს არა “მყისიერი” ფიქსაცია მოვლენისა, ან მისი ბუნებრივი ვარიაციები, არამედ რეალური ანტროპოგენური ზემოქმედების დაფიქსირება მექანიზმების გამოვლინებით!!!
ამჯერად მგონი კმარა!შემდგომ დეტალურად მოგწერთ უკვე “მომზადებული მასალის” განხილვის ჩემეულ ხედვას!არ შეგაშინოთ ჩემმა კატეგორიულობამ – დიდი და კარგია უკვე თქვენი ნამუშევარი!
ქალბატონო ლია, ვფიქრობ მდ. მტკვრის ანალიზის შედეგები (მიკროელემენტების) იმდენად აბსურდულია, ყველაზე კარგ შემთხვევაში ან ცუდი ხუმრობაა ან ტექნიკური შეცდომა.. გ.მახარაძე საპატრიარქოს უნივერსიტეტი.
საკმარისია ჰიდროქიმიის ელემენტარულ კურსის და საქართველოს მდინარეების pH-ის ცოდნა (არფერს ვამბობ გამოქვეყნებულ შრომებზე), რომ მიხვდე რომ მტკვარში არ შეიძლება სპილენძი იყოს 0,04; ნიკელი 0,02; თუთია 0,25 , რკინა 0,5 მგ/ლ. ეს შედეგები რამდენჯერმე (!!!) გაზრდილია. რაც მხოლოდ ანალიზის უხეში შეცდომით ან ტექნიკური მიზეზით და უცოდინარობითაა გამოწვეული.
ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ უფრო დეტალურად აგვიხსნით ამ საკითხს _ მე წყლის ექსპერტი არ ვარ, ისევე როგორც ამ ბლოგის მკითხველების უმეტესობა, ალბათ.
საქართველოს მდინარეების pH, რამდენადაც ვიცი, 8-ის მახლობლობაშია, არა? ასეთი pH-ის პირობებში მეტალების კონცენტრაცია ხსნარში თქვენს მიერ მითითებულ კონცენტრაციებს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევს?
მოხსენების თავი 4. კლიმატის ცვლილება აღნიშნულია: „... გამოვლინდა ძირითადი კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ნალექები) ცვლილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ...“
ReplyDeleteშენიშვნა:
- აუცილებელია იმ პუნქტების ჩამონათვალისა და კონკრეტული მაჩვენებლების დაფიქსირება, რომელთა შესატყვისი ფაქტობრივი კლიმატური მონაცემები გახდა საფუძველი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილების დახასიათებისათვის. მითუმეტეს, რომ მოყვანილი რაოდენობრივი მაჩვენებლები ცალსახად აფიქსირებს ამ ცვლილებას საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი რეგიონებისათვის. იმის გამო, რომ რეგულარული კლიმატური(რეჟიმულ-მეტეოროლოგიური) დაკვირვებების პირველადი მასალები ძირითადად დაუმუშავებელია, გარკვეულ ეჭვს იწვევს მოყვანილი სიდიდეების რეპრეზენტატულობა საქართველოს მთელი ტერიტორიის დასახასიათებლად;
- რამდენად შესაძლებელია, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის იმ პირველადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საფუძველს წარმოადგენს კლიმატური პარამეტრების ცვლილების მოყვანილი მაჩვენებლების დადგენისათვის;
- საინტერესოა აქ მოყვანილი მონაცემების ხარისხზე პასუხისმგებლობის დონე. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა პრინციპით მოხდა მოხსენების ამ თავის მომზადებისათვის ძირითადი შემსრულებლების შერჩევა (ბუნებრივია, თუ არ არსებობს პასუხისმგებლობა – ნებისმიერი შემსრულებელი აიღებს შესაბამის დავალებას, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულების კომპეტეტურ ექსპერტთა კონტიგენტი საკმაოდ მრავალრიცხოვანია საქართველოში). აქვს თუ არა პრინციპული მნიშვნელობა რეპრეზეტატული მონაცემების დადგენისათვის გაწეული, მეტად პროფესიული და შრომატევადი სამუშაოს ჩამტარებელი, ამ მონაცემების მართვის პროგრამული კომპლექსების ექსკლუზიური მფლობელების ჩართვას ინტერესის სფეროში არსებული პრობლემის რეალური სურათის დადგენის პროცესში.
კომენტარი აღნიშნულ შენიშვნებზე:
საქართველოს ბუნებრივი გარემოს შესწავლის მეტად რთული პრობლემა უშუალოდ უკავშირდება მის მდგომარეობაზე დაკვირვებების ფაქტიური მონაცემების ანალიზს.
ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე გარემოს ფაქტორებზე დაკვირვებათა მონაცემების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამასთან განსხვავებულია თვით დაკვირვებების პერიოდების ხანგრძლივობა და მათი ჩატარების რეგულარობა.
საქართველოს პირობებში, ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის დასახასიათებლად უკვე მოპოვებულია საუკუნოვანი პერიოდის რიგის შესატყვისი რეგულარული დაკვირვებების მონაცემები: მეტეოროლოგიის, აგრომეტეოროლოგიის, აეროლოგიის, აქტინომეტრიის, ატმოსფერული ელექტროობის, ჰიდროლოგიის, ღვარცოფული ნაკადების, მთებში თოვლის საფარის სიმაღლის, მყინვარების მდგომარეობის, ოზონომეტრიის, რადიომეტრიის, ჰიდროქიმიის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხისა და მრავალი სხვა კომპონენტის მახასიათებელთა ფაქტობრივი მნიშვნელობების განსაზღვრის მიმართულებით.
სხვადასხვა მიმართულებების შესატყვისი, უშუალოდ დაკვირვებებითა და გაზომვებით მიღებული მონაცემები(მახასიათებლები), ურთიერთკავშირის რთული დამოკიდებულებებით ხასიათდებიან. ისინი ასახავენ ერთიანი ბუნებრივი გარემოს ფაქტიურ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე, მათი ერთობლიობა ემორჩილება ფიზიკის კანონებით დადგენილ თანაფარდობებს. ეს გარემოება საფუძვლად უდევს დაკვირვებებითა და გაზომვებით მიღებული მონაცემების სერტიფიცირებისა და ერთგვაროვნობის(ჰომოგენურობის) პროცესის ჩატარებას.
ცალკეულ მიმართულებათა მიხედვით მოპოვებული დაკვირვებების მონაცემები აგრეთვე ხასიათდებიან საგრძნობი მრავალფეროვნებით.
აღნიშნული თავისებურებებით გამოირჩევა საქართველოს რეგულარული ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის კლიმატური დაკვირვებების მონაცემები. ეს განაპირობებს მათი მიზნობრივი დამუშავება–სერტიფიცირების პრობლემის გადაწყვეტის აქტუალობას.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მრავალმა ადრინდელმა საბჭოთა რესპუბლიკამ(მათ შორის-საქართველო), რომელთაც მიიღეს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი, თითქმის 15 წლის პერიოდისათვის დაკარგეს შესაძლებლობა რეალურ ვადებში მიეღოთ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე რეგულარული მეტეოროლოგიური მონიტორინგის პირველადი მასალების კომპიუტერული დამუშავების შედეგები (რასაც ადრე ახორციელებდა ამ მიმართულებით დარგობრივი მოთავე ორგანიზაცია, რომელიც განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ქ. ობნინსკში). ამის გამო, დაგროვდა რეგულარული ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის სადგურებისა და საგუშაგოების ბოლო 15 წლის კლიმატური მონიტორინგის დაუმუშავებელი მასალები. ამ მასალების მიზნობრივი დამუშავება (მათ შორის – დაკვირვებებითა და გაზომვებით მოპოვებული პირველადი მონაცემების სერტიფიცირება და რეჟიმულ-კლიმატური მახასიათებლების დადგენა) დაკავშირებულია მეტად შრომატევადი და მაღალკვალიფიციური სამუშაოების მთელი კომპლექსის შესრულებასთან. ამასთან ერთად ადგილი აქვს პრინციპულ სირთულეებს პირველადი მასალების საიმედოდ დაცვა-შენახვის მიმართულებით, რადგან დაკვირვებათა რეგისტრაციის ჟურნალებში მონაცემების მნიშვნელობები - ქაღალდზე ფანქრით შესრულებული ჩანაწერების სახითაა მოცემული. პრაქტიკულად, ასეთი სახით არსებული პირველადი მასალების გამოყენება შეუძლებელია კლიმატური მახასიათებლების დასადგენად და საჭიროებენ ზემოთმითითებულ სერტიფიცირებასა და მიზნობრივ დამუშავებას სპეციალიზებული პროგრამულ-ტექნიკური კომპლექსებისა და თანამედროვე კომპიუტერების გამოყენებით.
ReplyDeleteსაქართველოში, კლიმატზე რეგულარულ დაკვირვებათა სისტემის ხანგრძლივობა სცილდება საუკუნოვან საზღვრებს (იხ. ცხრილი). აქედან გამომდინარე, განსხვავებულია დაგროვებას დაქვემდებარებული ინფორმაციული მასალების წარმოდგენის ფორმები და სახეები - იმის შესატყვისად, თუ ტექნიკური უზრუნველყოფის რომელი პერიოდია ასახული მონაცემთა მოპოვებისა და პირველადი მანქანური დამუშავების რეალური პროცესის შესრულებისას. დამატებით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგრძნობი ჩამორჩენაა ბოლო წლების მასალების კომპიუტერულ სათავსებზე გადატანის და შესაბამისად, მათი მიზნობრივი დამუშავება-სერტიფიცირების მხრივ.
ამ საკითხის გადაწყვეტის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია:
- ერთის მხრივ, საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ურბანული ზონების კლიმატური ფაქტორების მიმართ დიდი მრავალფეროვნებით (მათ შორის: ზღვისპირა, დაბლობი, ბარი-მთისწინა და მთიანი ტერიტორიული ზონები). ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია გაცილებით მეტი ინსტრუმენტული დაკვირვებების ფაქტობრივი მონაცემების გამოყენება (დაახლოებით 10-15ჯერ მეტი, ვიდრე ამჟამადაა ხელმისაწვდომი);
- მეორეს მხრივ, კვლევების მეცნიერული ასპექტების საგრძნობი გაფართოების შესაძლებლობის მიღების აუცილებლობით, მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდების სრულყოფის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.
ცხრილი
საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული კლიმატური დაკვირვებების
სადგურებისა და საგუშაგოების რაოდენობა (1900 წლიდან)
წელი სადგური საგუშაგო
1900 31 44
1910 32 41
1920 36 26
1930 110 51
1940 160 49
1950 146 146
1960 134 168
1970 110 160
1980 107 172
1990 91 89
1995 77 90
2000 55 44
2002 54 56
2004 52 52
2005 43 53
2007 15 20
ზურაბ ცქვიტინიძე – კავშირი „ეკოლოგიური უსაფრთხოების საზოგადოება“
ქ-ნო ლია! ბოდიში უნდა მოვიხადო – პარასკებს, 26-ში სხდომას ვერ დავესწრები;წერილობით გიგზავნით შენიშვნებს და ჩემს მოსაზრებებს!
ReplyDeleteაქვე მინდა საერთო პირველადი შეფასება: ძალზე კარგად მიდის თქვენი მუშაობა; უღრმესი მადლობა ასეთი ”ინფორმაციულად ტევადი” საიტისათვის - უამრავი საჭირო და აუცილებელი ინფორმაციაა! (მრავალი მქონდა დაკარგული, ვირუსებისა და კომპიუტერების ხშირი ცვლის გამო).
სხვათაშორის, ექსპერტებს ურჩიეთ უფრო ყურადღებით გაეცნონ აქ მოთავსებულ ინფორმაციებს, მაშინ არ წამოიჭრება საკითხები: ”ინდიკატორებზე”, ცალკეული გაზომვების მონაცემებზე და ა/.შ.
ტომი მართალია - ავადობების საკითხი არ არის ცალსახი და ოფიციალური მიდგომები ძალიან განსხვავდება საქართველოში ”გაბატონებული” ვერსიებიდან!
თვით მსოფლიო ჯანდაცვის ”ყოველწლიურებში” ეს საკითხები ძალიან ფრთხილადაა გაშუქებულები: პირდაპირი კავშირები ავადობასა და რაიმე ტოქსიკანტის ”შეღწევა-კონცენტრაციებთან” მხოლოდ პროფესიული ინტოქსიკაციების დროს ფიქსირდება, და არა გარემოსათვის ტიპიური ზემოქმედებების დოზებისათვის!
მინდა გირჩიოთ იყოთ კატეგორიული და შეუვალი: არავითარი კერძო კვლევების შედეგები, არავითარი ექსპერტების სამეცნიერო ტიტულების ავტორიტეტი.
Oორი რჩევა (ფაქტობრივად ეს ჩემი მოთხოვნაა, თუმც “ულტიმატუმების “ უფლება არ მაქვს):
- მაქსიმალურად აუარეთ გვერდი ავადობებს (უმრავლეს შემთხვევაში სტატისტიკურად გაუმართავი მონაცემებია, განზრახ “გამუქებული” დაფინანსების მაძიებლების მიერ; მაგალითი – ნარკომანების მონაცემებიდან გამოდის, რომ ასეთები ყველა ოჯახში გვყავს? სისულელეა; უარესი უაზრობაა ონკოლოგიაზე – საერთოდ ახლოს არ არის რეალობასთან: საერთო ზრდა კი აღინიშნება, მაგრამ ამაზე კვალიფიცირებულმა ეპიდემიოლოგებმა უნდა ილაპარაკონ თავის წლიურ ანგარიშებში, და არა გარემოს დაცვის სამინისტრომ; ეს ეხება აგრეთვე “ბაქტერიალურ დაჭუჭყიანებას” – ეს სანიტარიის თემაა, და არა გარემოს დაცვის!
Uუნდა გვახსოვდეს, რომ რატომღაც ამ “ეროვნულ მოხსენებას” აღარ აწერს ხელს ჯანდაცვა!
- მაქსიმალურად შეეცადეთ არ ილაპარაკოთ და არ შეეხოთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. Eჯერ ეგერთი, ეს პრობლემა არ არის გარემოს დაცვის და მითუმეტეს ამ სამინისტროს განსახილველი. Mმეორე და მთავარი – ეს საკითხი ასე მარტივი და ცალსახი არ არის; თუ გაინტერესებთ გამოგიგზავნით უდიდესი მეცნიერის (ცოცხლებიდან) დაისონის სტატიას – ის წერს, რომ სულ მალე “გენური ინჟენერის სათამაშო კონსტრუქტორები” (?!?!) კომპიუტერებზე ფართოთ გავრცელდება, და საერთოდ გონებაგახსნილმა ბიოლოგებმა კარგა ხანია იციან “გენების თავისუფალი მიგრაციის” მოვლენები!
მოხსენება - ეს ოფიციალური ეროვნული დოკუმენტია, და მაშში “ლირიკა” ნაკლებად უნდა იყოს, ისევე , როგორც “დიდი მეცნიერების” ცალკეული, თუნდაც ძალზე ფასეული ნამოღვაწარი: ნიადაგების რუქა იქ საჭირო არაა, ნიადაგების ტიპები და მათი გეოგრაფიული გავრცელება არ არის ამ “მოხსენების” ინტერესებში; ნიადაგების ეროზიული მდგომარეობა, გამოფიტვა, ანტროპოგენური ზემოქმედების შედეგები და ა. შ. სულ სხვა საქმეა!
ReplyDeleteკარგი იქნება თუ მოხსენების სტრუქტურაში “ჩაგეგმილ” ზოგად “შესავლებს” ან მაქსიმალურად ამოიღებთ, ან ძალზე შეამცირებთ – აქ ჩვენ ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვით!
“კლიმატის ცვლილებაზე” თქვენ სავსებით პრაგმატული ხედვა გაქვთ – აქცენტი კატასტროფულ მოვლენებზე სწორია; მაგრამ თქვენს მიერ ნახსენებ 3 ფაქტორთან ერთად აუცილებელი მყინვარების ცვლილებების საკითხის განხილვა, როგორც მდინარეების კვების ასპექტში – საქართველოსათვის დათბობის საშიშროება მდინარების ჩამონადენების (კვების) არასტაბილურობაშია.
ეკოლოგიაში არის ერთი მთავარი პრინციპი: დაჭუჭყიანების დაფიქსურებული დონე არ მიიღება მხედველობაში, თუ არ არის დაფიქსირებული რეალური წყარო და გამოვლენილი არ არის გზა “პოლუტანტის გადატანისა”. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაინტერესებს არა “მყისიერი” ფიქსაცია მოვლენისა, ან მისი ბუნებრივი ვარიაციები, არამედ რეალური ანტროპოგენური ზემოქმედების დაფიქსირება მექანიზმების გამოვლინებით!!!
ამჯერად მგონი კმარა!შემდგომ დეტალურად მოგწერთ უკვე “მომზადებული მასალის” განხილვის ჩემეულ ხედვას!არ შეგაშინოთ ჩემმა კატეგორიულობამ – დიდი და კარგია უკვე თქვენი ნამუშევარი!
პატივისცემით,
მარატ ციცქიშვილი
ქალბატონო ლია, ვფიქრობ მდ. მტკვრის ანალიზის შედეგები (მიკროელემენტების) იმდენად აბსურდულია, ყველაზე კარგ შემთხვევაში ან ცუდი ხუმრობაა ან ტექნიკური შეცდომა..
ReplyDeleteგ.მახარაძე საპატრიარქოს უნივერსიტეტი.
იქნებ მიუთითოთ, რაში მდგომარეობს აბსურდულობა?
ReplyDeleteსაკმარისია ჰიდროქიმიის ელემენტარულ კურსის და საქართველოს მდინარეების pH-ის ცოდნა (არფერს ვამბობ გამოქვეყნებულ შრომებზე), რომ მიხვდე რომ მტკვარში არ შეიძლება სპილენძი იყოს 0,04; ნიკელი 0,02; თუთია 0,25 , რკინა 0,5 მგ/ლ. ეს შედეგები რამდენჯერმე (!!!) გაზრდილია. რაც მხოლოდ ანალიზის უხეში შეცდომით ან ტექნიკური მიზეზით და უცოდინარობითაა გამოწვეული.
ReplyDeleteძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ უფრო დეტალურად აგვიხსნით ამ საკითხს _ მე წყლის ექსპერტი არ ვარ, ისევე როგორც ამ ბლოგის მკითხველების უმეტესობა, ალბათ.
ReplyDeleteსაქართველოს მდინარეების pH, რამდენადაც ვიცი, 8-ის მახლობლობაშია, არა? ასეთი pH-ის პირობებში მეტალების კონცენტრაცია ხსნარში თქვენს მიერ მითითებულ კონცენტრაციებს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევს?