განსაკუთრებული ინტერესით ვეცნობი ბლოგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას მინერალური რესურსების შესახებ. ქალბატონ თინათინ შენგელიას გავუზიარე ჩემი მოსაზრება და მივაწოდე მცირეოდენი ინფორმაცია დარიშხანშემცველი მადნების შესახებ. გთხოვთ, იხილეთ ბმული ფაილი.
უღრმესი მადლობა ქალბატონ თინათინს, რათა გაითვალისწინა ჩემი კომენტარები და შესაბამისად შეიტანა ინფორმაცია ეროვნული მოხსენების მე-13 თავის ქვეთავში “იშვიათი ლითონები და ელემენტები”. მართლაც, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული წიაღისეული რესურსის-დარიშხანის შესახებ, რადგანაც რაჭის რეალგარ-აურიპიგმენტური და ცანის (ლენტეხის რაიონი) არსენოპირიტული მადნები უნიკალურნი არიან დარიშხანის მაღალი პროცენტული შემცველობის გამო მსოფლიოს სხვა ანალოგიურ მადნებთან შედარებით. ეს ელემენტი ყველა ქვეყნისთვის ოქროზე არანაკლებ სიმდიდრეს წარმოადგენს. მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი საკმაოდ მაღალია. სახელდობრ, 1კგ მაღალი სისუფთავის მეტალური დარიშხანი განკუთვნილი ნახევარგამტარული სისტემებისათვის იყიდება 3 ათასიდან 6 ათასამდე ამერიკული დოლარად. თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია მადნის გამოღება-გადამუშავებისას არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. Aგანსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დარიშხანშემცველი წარმოების ნარჩენების გაუვნებელყოფას, რათა ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეების უნიკალური ფლორა და ფაუნა დავიცვათ ეკოლოგიური კატასტროფისაგან.
პატივისცემით,
მარინა გახუტიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტი
დარიშხანი შედარებით მცირედ გავრცელებულ ელემენტთა რიცხვს მიეკუთნება. დარიშხანის ყველაზე დიდი (და სამრეწველო) შემცველობით გამოირჩევა ამიერკავკასია და, სახელდობრ, საქართველოს ტერიტორია. თვით კავკასიის რეგიონში მადანთგამოვლინებით და ბუდობებით მდიდარია კავკასიის მთების სამხრეთი ნაწილი, საკუთრივ დარიშხანის მადნებით მეტად მდიდარია ცანის და ლუხუნის საბადოები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამადნებებია ჭორიხის, მესტიის დ საკაურას მიდამოებში.
რაჭის მთიან რეგიონში დარიშხანის ყველაზე დიდი პროცენტული შემცველობით გამოირჩევა ლუხუნის ბუდობი, რომელიც მდინარე მადნის ღელის ხეობაშია. ლუხუნის საბადოს მთავარ ზონაში გამოყოფენ 5 სახის გამადნებას, რომელთაგან ოთხი წარმოადგენს რეალგარ- აურიპიგმენტს, ხოლო მეხუთე- არტიმონურ რეალგარს (რაჭის რეალგარ(As4S4) - აურიპიგმენტური (As4S4) და ცანის არსენოპირიტული(FeAsS) საბადოები უნიკალურია დომინანტი ელემენტის მაღალი პროცენტული შემცველობით.. რეალგარი (As4S4) ასეთი სახელწოდება ამ მინერალმა არბული ენიდან მიიღო, - არაბულად რეალგარი ნიშნავს ‘საბადოს მტვერი”. აურიპიგმენტი(As4S6) ამ მინერალის სახელწოდება – “აურიპიგმენტი” ეტიმოლოგიურად იშიფრება ლათინურიდან “აურუმ” – ოქრო და “პიგმენტუმ”-საღებავი. როგორც ჩანს, As4S6 ეს სახელწოდება დაიმკვიდრა თავისი ფერის გამო, - იგი გარეგნულად ძალიან ემსგავსება ოქროს. Gგარდა ამისა აურიპიგმენტი რეალგართან ერთად, ძველთაგანვე Fფართოდ გამოიყენებდნენ სამღებრო საქმეში, რის გამოც დაერქვა ასეთი სახელწოდება, - “ოქროს საღებავი”. აღსანიშნავია რომ მინერალი შეიცავს ოქროს. ანტიმონი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია რაჭაში დარიშხანის საბადოებისაგან არცთუ დაშორებულად, მაგრამ ცალ-ცალკე.)
მათ ბაზაზე გასული საუკუნის 90-იან წლებამდე რაჭის (ურავი) და სვანეთი (ცანის) სამთო- ქიმიური ქარხნები აწარმოებდნენ მაღალი სისუფთავის დარიშხანს განკუთვნილს ნახევარგამტარული სისტემებისათვის და 16 დასახელების სხვა დარიშხანშემცველ პრეპარატს. დარიშხანისა და მისი ნაერთების მიღების მიზნით კონცენტრატს უწინარეს ყოვლისა წვავდნენ სპრციალურ ღუმელში. შედეგად ხეობის საჰაერო სივრცე 20 კმ-ის რადიუსით სისტემატურად ბინძურდებოდა დარიშხანის სულფიდური ფორმების გამიწვის შედეგად გამონაბოლქვი გაზებისაგან, გარდა გოგირდის დიოქსიდისა დასაშვებ ნორმაზე მეტი რაოდენობით შეიცავდა წვის სხვა პროდუქტებსაც, მათ შორის ცხადია “თეთრ დარიშხანს”. რაჭის ადგილობრივი მოსახლეომა ამ გარემოებით ხსნის ფუტკრის ოჯახთა რიცხვის კატასტროფულ შემცირებას, ამავე მიზეზით უნდა იყოს განპირობებული სასოფლო სამეურნეო სავარგულუბის ნიადაგში დარიშხანის შემცველობის გაზრდა 20-30 ჯერ საერთო ფონთან შედარებით. ჩვენი ქვეყნის უნიკალური კუთხეები: რაჭა და სვანეთი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. როგორც გამონაბოლქვი გაზები, ისე წარმოების ნარჩენები ე.წ. “კუდები” წარნოადგენენ წარმოების მიმდებარე ტერიტორიის ანტროპოგენური გაბინძურების საფუძველს. წარმოების ნაეჩენების უტილიზაცია ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მთელს მსოფლიოში მეტად აქტუალურია. წარმოენის ნარჩენები “კუდები” ან უნდა დაიმარხოს სპეციალურ სამარხებში ან უმჯობესია გადამუშავდეს მისგან ახალი სასაქონლო პროდუქციის მიღების მიზნით. ამ მიმართულებით ივ. ჯავახუშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულებაზე მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები და შემუშავებულია დარიშხანშემცველი მადნების და წარმოების ნარჩენების ხელახალი გადამუშავების შესაძლებლობები.
სამეცნიერო სტატიებში წარმოდგენილია მინერალური ნედლეულის და საწარმოო ნარჩენების რაციონალურად გამოყენების ახალი შესაძლებლობები.
1. მ. გახუტიშვილი, რ. Gგიგაური, ე. ვაჩნაძე დარიშხანის გამოწვლილვა რაჭის რაელგარ-აურიპიგმენტული მადნებიდან Georgian Eng. News, 2000, 2, 174. 2. M. Gakhutishvili, Arsenic Utilizing Production Waste: A Foundation for Development of Science and Society, Intelecti, 2000, 17, 23. 3. M. Gakhutishvili , A. Khidesheli & R. Gigauri, Realgar-Auripigment Mass Ratio in Lukhuni Mine and Racha Mountain Chemical Plant Waste, Georgian Chem. J. 2001, 1, 94. 4. V. Injia, N. Gigauri, R. Gigauri, L. Gurgenishvili, A. Varadashvili, Extraction of arsenic oxide using long-chain alcohols, Trans. Georgian Acad. Sci. 105 (1982) 301–307. 5. M. Gakhutishvili & R. Gigauri, Coordination Compounds of d-metals(III) dithioarsenates witth Acetylphenylhydrazine, Georgian Eng. News 2001, 3, 138. 6. R Gigauri, M. Gakhutishvili, K. Giorgadze & Z. Machaidze, A Method of Sodium Dithioarsenate(V) Production from Hydrometaiiurgical Industrial Wastes of Non-ferrous and Noble Metals, Proc. Georgian Acad. Sci. 2004, 30, 205. 7. Witold Brostow, Marina Gahutishvili, Rusudan Gigauri, Haley E. Hagg Loblanda, Shukri Japaridzec, Nodar Lekishvili Separation of natural trivalent oxides of arsenic and antimony Chemical Engineering Journal 159 (2010) 24–26 CONFERENCE PRESENTATIONS since 2007: 1. M.Gakhutishvili & T. Nikuradze, Synthesis and Thermal Investigation of Coordination Compounds of Sc, Y and La Dithioarsenates(V), National center on nontraditional materials of the Chemical Society of Georgia, Conference on Compounds and Materials with Specific Properties, Tbilisi, 2007, p. 30. 2. N. Lekishvili, T. Lobzhanidze, M Gakhutishvili, L.Lanchava and L. Lomashvili, Antibiocorrosion Covering Based on Biologically Active Arsenic-Metal Complexes, POLYCHAR 15 World Forum on Advanced Materials, April 16-20, 2007, Rio de Janeiro, p. 153. 3. R. Gigauri, I. Chelidze, A. Chiraqadze, M. Gakhutishvili, R. Sakhvadze The New Technology of Production of High Pure Metallic Arsenic. First International Conference on Nanochemistry and Nanotechnologies, March 23-24, 2010. Tbilisi, Georgia 4. M. Gakhutishvili and R. Gigauri Arsenic Removals. International Conference and Exhibition, Batumi-Spring-2010. 5. დარიშხანი და გარემომცველი ბუნება რ. გიგაური, გ. ჩაჩავა თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2004.
განსაკუთრებული ინტერესით ვეცნობი ბლოგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას მინერალური რესურსების შესახებ. ქალბატონ თინათინ შენგელიას გავუზიარე ჩემი მოსაზრება და მივაწოდე მცირეოდენი ინფორმაცია დარიშხანშემცველი მადნების შესახებ. გთხოვთ, იხილეთ ბმული ფაილი.
ReplyDeleteუღრმესი მადლობა ქალბატონ თინათინს, რათა გაითვალისწინა ჩემი კომენტარები და შესაბამისად შეიტანა ინფორმაცია ეროვნული მოხსენების მე-13 თავის ქვეთავში “იშვიათი ლითონები და ელემენტები”.
მართლაც, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული წიაღისეული რესურსის-დარიშხანის შესახებ, რადგანაც რაჭის რეალგარ-აურიპიგმენტური და ცანის (ლენტეხის რაიონი) არსენოპირიტული მადნები უნიკალურნი არიან დარიშხანის მაღალი პროცენტული შემცველობის გამო მსოფლიოს სხვა ანალოგიურ მადნებთან შედარებით. ეს ელემენტი ყველა ქვეყნისთვის ოქროზე არანაკლებ სიმდიდრეს წარმოადგენს. მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი საკმაოდ მაღალია. სახელდობრ, 1კგ მაღალი სისუფთავის მეტალური დარიშხანი განკუთვნილი ნახევარგამტარული სისტემებისათვის იყიდება 3 ათასიდან 6 ათასამდე ამერიკული დოლარად.
თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია მადნის გამოღება-გადამუშავებისას არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. Aგანსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დარიშხანშემცველი წარმოების ნარჩენების გაუვნებელყოფას, რათა ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეების უნიკალური ფლორა და ფაუნა დავიცვათ ეკოლოგიური კატასტროფისაგან.
პატივისცემით,
მარინა გახუტიშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტი
დარიშხანი და გარემომცველი ბუნება
ReplyDeleteდარიშხანი შედარებით მცირედ გავრცელებულ ელემენტთა რიცხვს მიეკუთნება. დარიშხანის ყველაზე დიდი (და სამრეწველო) შემცველობით გამოირჩევა ამიერკავკასია და, სახელდობრ, საქართველოს ტერიტორია. თვით კავკასიის რეგიონში მადანთგამოვლინებით და ბუდობებით მდიდარია კავკასიის მთების სამხრეთი ნაწილი, საკუთრივ დარიშხანის მადნებით მეტად მდიდარია ცანის და ლუხუნის საბადოები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამადნებებია ჭორიხის, მესტიის დ საკაურას მიდამოებში.
რაჭის მთიან რეგიონში დარიშხანის ყველაზე დიდი პროცენტული შემცველობით გამოირჩევა ლუხუნის ბუდობი, რომელიც მდინარე მადნის ღელის ხეობაშია. ლუხუნის საბადოს მთავარ ზონაში გამოყოფენ 5 სახის გამადნებას, რომელთაგან ოთხი წარმოადგენს რეალგარ- აურიპიგმენტს, ხოლო მეხუთე- არტიმონურ რეალგარს (რაჭის რეალგარ(As4S4) - აურიპიგმენტური (As4S4) და ცანის არსენოპირიტული(FeAsS) საბადოები უნიკალურია დომინანტი ელემენტის მაღალი პროცენტული შემცველობით..
რეალგარი (As4S4) ასეთი სახელწოდება ამ მინერალმა არბული ენიდან მიიღო, - არაბულად რეალგარი ნიშნავს ‘საბადოს მტვერი”.
აურიპიგმენტი(As4S6) ამ მინერალის სახელწოდება – “აურიპიგმენტი” ეტიმოლოგიურად იშიფრება ლათინურიდან “აურუმ” – ოქრო და “პიგმენტუმ”-საღებავი. როგორც ჩანს, As4S6 ეს სახელწოდება დაიმკვიდრა თავისი ფერის გამო, - იგი გარეგნულად ძალიან ემსგავსება ოქროს. Gგარდა ამისა აურიპიგმენტი რეალგართან ერთად, ძველთაგანვე Fფართოდ გამოიყენებდნენ სამღებრო საქმეში, რის გამოც დაერქვა ასეთი სახელწოდება, - “ოქროს საღებავი”. აღსანიშნავია რომ მინერალი შეიცავს ოქროს.
ანტიმონი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია რაჭაში დარიშხანის საბადოებისაგან არცთუ დაშორებულად, მაგრამ ცალ-ცალკე.)
მათ ბაზაზე გასული საუკუნის 90-იან წლებამდე რაჭის (ურავი) და სვანეთი (ცანის) სამთო- ქიმიური ქარხნები აწარმოებდნენ მაღალი სისუფთავის დარიშხანს განკუთვნილს ნახევარგამტარული სისტემებისათვის და 16 დასახელების სხვა დარიშხანშემცველ პრეპარატს. დარიშხანისა და მისი ნაერთების მიღების მიზნით კონცენტრატს უწინარეს ყოვლისა წვავდნენ სპრციალურ ღუმელში. შედეგად ხეობის საჰაერო სივრცე 20 კმ-ის რადიუსით სისტემატურად ბინძურდებოდა დარიშხანის სულფიდური ფორმების გამიწვის შედეგად გამონაბოლქვი გაზებისაგან, გარდა გოგირდის დიოქსიდისა დასაშვებ ნორმაზე მეტი რაოდენობით შეიცავდა წვის სხვა პროდუქტებსაც, მათ შორის ცხადია “თეთრ დარიშხანს”. რაჭის ადგილობრივი მოსახლეომა ამ გარემოებით ხსნის ფუტკრის ოჯახთა რიცხვის კატასტროფულ შემცირებას, ამავე მიზეზით უნდა იყოს განპირობებული სასოფლო სამეურნეო სავარგულუბის ნიადაგში დარიშხანის შემცველობის გაზრდა 20-30 ჯერ საერთო ფონთან შედარებით. ჩვენი ქვეყნის უნიკალური კუთხეები: რაჭა და სვანეთი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. როგორც გამონაბოლქვი გაზები, ისე წარმოების ნარჩენები ე.წ. “კუდები” წარნოადგენენ წარმოების მიმდებარე ტერიტორიის ანტროპოგენური გაბინძურების საფუძველს. წარმოების ნაეჩენების უტილიზაცია ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მთელს მსოფლიოში მეტად აქტუალურია. წარმოენის ნარჩენები “კუდები” ან უნდა დაიმარხოს სპეციალურ სამარხებში ან უმჯობესია გადამუშავდეს მისგან ახალი სასაქონლო პროდუქციის მიღების მიზნით. ამ მიმართულებით ივ. ჯავახუშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულებაზე მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები და შემუშავებულია დარიშხანშემცველი მადნების და წარმოების ნარჩენების ხელახალი გადამუშავების შესაძლებლობები.
სამეცნიერო სტატიებში წარმოდგენილია მინერალური ნედლეულის და საწარმოო ნარჩენების რაციონალურად გამოყენების ახალი შესაძლებლობები.
ReplyDelete1. მ. გახუტიშვილი, რ. Gგიგაური, ე. ვაჩნაძე დარიშხანის გამოწვლილვა რაჭის რაელგარ-აურიპიგმენტული მადნებიდან Georgian Eng. News, 2000, 2, 174.
2. M. Gakhutishvili, Arsenic Utilizing Production Waste: A Foundation for Development of Science and Society, Intelecti, 2000, 17, 23.
3. M. Gakhutishvili , A. Khidesheli & R. Gigauri, Realgar-Auripigment Mass Ratio in Lukhuni Mine and Racha Mountain Chemical Plant Waste, Georgian Chem. J. 2001, 1, 94.
4. V. Injia, N. Gigauri, R. Gigauri, L. Gurgenishvili, A. Varadashvili, Extraction of
arsenic oxide using long-chain alcohols, Trans. Georgian Acad. Sci. 105 (1982)
301–307.
5. M. Gakhutishvili & R. Gigauri, Coordination Compounds of d-metals(III) dithioarsenates witth Acetylphenylhydrazine, Georgian Eng. News 2001, 3, 138.
6. R Gigauri, M. Gakhutishvili, K. Giorgadze & Z. Machaidze, A Method of Sodium Dithioarsenate(V) Production from Hydrometaiiurgical Industrial Wastes of Non-ferrous and Noble Metals, Proc. Georgian Acad. Sci. 2004, 30, 205.
7. Witold Brostow, Marina Gahutishvili, Rusudan Gigauri, Haley E. Hagg Loblanda, Shukri Japaridzec, Nodar Lekishvili Separation of natural trivalent oxides of arsenic and antimony Chemical Engineering Journal 159 (2010) 24–26
CONFERENCE PRESENTATIONS since 2007:
1. M.Gakhutishvili & T. Nikuradze, Synthesis and Thermal Investigation of Coordination Compounds of Sc, Y and La Dithioarsenates(V), National center on nontraditional materials of the Chemical Society of Georgia, Conference on Compounds and Materials with Specific Properties, Tbilisi, 2007, p. 30.
2. N. Lekishvili, T. Lobzhanidze, M Gakhutishvili, L.Lanchava and L. Lomashvili, Antibiocorrosion Covering Based on Biologically Active Arsenic-Metal Complexes, POLYCHAR 15 World Forum on Advanced Materials, April 16-20, 2007, Rio de Janeiro, p. 153.
3. R. Gigauri, I. Chelidze, A. Chiraqadze, M. Gakhutishvili, R. Sakhvadze The New Technology of Production of High Pure Metallic Arsenic. First International Conference on Nanochemistry and Nanotechnologies, March 23-24, 2010. Tbilisi, Georgia
4. M. Gakhutishvili and R. Gigauri Arsenic Removals. International Conference and Exhibition, Batumi-Spring-2010.
5. დარიშხანი და გარემომცველი ბუნება რ. გიგაური, გ. ჩაჩავა თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2004.