ჯგუფებში მუშაობა

აქ შევაჯამებ გარე ექსპერტების მიერ დღემდე გამოთქმულ სურვილებს ამა თუ იმ თავზე მუშაობის შესახებ:
  • თავი 3, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი: ბ-ნი თემურ ვეკუა;
  • თავი 11, მიწა და ნიადაგები : ბ-ნი გიზო ურუშაძე (შეგვპირდა ნიადაგების რუკას);
  • თავები 14-15, ბიომრავალფეროვნება და ცოცხალი რესურსები: ქ-ნები ნ.დვალიშვილი, ნ.არჩვაძე და რ.ინწკირველი;
  • სექცია ”გარემოზე ზემოქმედება”: ქ-ნები ნ.დვალიშვილი, ნ.არჩვაძე და რ.ინწკირველი (ეს სექცია გაიყო ორ ნაწილად (იხ. მინისტრის ბრძანება): თავები 16-17 შევიდა სექციაში ”ნარჩენები და ქიმიკატები”, თავები 18-20 კი სექციაში ”გარემოზე ზემოქმედების მქონე ეკონომიკური საქმიანობები”).
გარე ექსპერტებთან მუშაობის სტილი იქნება შემდეგი: მასალების პროექტები რეგულარულად დაიდება ამ ბლოგზე (შესაბამის საკითხზე მუშაობის სურვილის მქონე ექსპერტებს ელ-ფოსტით ვაცნობებთ ამის შესახებ). ექსპერტებს ვთხოვთ, თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები მოგვაწოდონ წერილობით. ყველა მიღებული კომენტარი აგრეთვე დაიდება ამ ბლოგზე. აქვე განვათავსებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი კომენტარი იქნა გათვალისწინებული ან არ-გათვალისწინებული და რატომ.

თუ საჭირო გახდა, მოეწყობა ვიწრო წრეში სამუშაო შეხვედრებიც, კონკრეტულ თემაზე სამსჯელოდ. თუმცა მე პირადად თანამშრომობის ღია ფორმატი (ბლოგის საშუალებით) უფრო კორექტულად მიმაჩნია.

გთხოვთ, ამ პოსტის კომენტარებში, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები მუშაობის შემოთავაზებული ფორმატის თაობაზე.

3 comments:

  1. qalbatono lia, gairkva tu ara im damatebiti seqciebis sakitxi,romelic wina shexvedraze davayene- genetikuri resursebi(GMO) da ganaxlebadi energiebis sakitxi? Rogorc maxsovs esTemebi Toms Tavis ''Nice Books'' -Shi calke seqciebad hqonda Shetanili...iqneb gadaamowmoT? shexvedras rodic vgegmavt? pativiscemit,

    ReplyDelete
  2. ბატონო კახა, თქვენს მიერ წამოჭრილ საკითხებზე (გმო და განახლებადი ენერგორესურსები) მოხსენებაში საუბარი ნამდვილად იქნება. თუმცა ცალკე სექციის/კარის მიძღვნა თითოეული მათგანისადმი დამოკიდებულია მასალის რაოდენობაზე (ცარიელ ან ერთ-აბზაციან სექციას რა აზრი აქვს?). ჯერ-ჯერობით გმო შევა ბიომრავალფეროვნების თავში და განახლებადი ენერგეტიკა _ ენერგეტიკის თავში. შევხედოთ დრაფტებს და მერე კიდევ ვიმსჯელოთ.

    შემდეგი შეხვედრა ალბათ მარტის ბოლოსკენ გაიმართება. მოხსენების ყველა თავის პირველი დრაფტი რომ იქნება, მერე.

    ReplyDelete
  3. ნანა დვალიშვილიMarch 17, 2010 at 5:33 AM

    ქ-ნო ლია, გეთანხმებით, უპრიანი იქნება თუ საკითხი "გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და ბიოუსაფრთხოების რისკების ანალიზი" მართლაც შევა "ბიომრავალფეროვნების" თავში.

    ReplyDelete