წლის (და პროექტის) ბოლო ორი თვე ძირითადად დაკავებული ვიყავით ფორმალური პროცედურით, რაც გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცებას სჭირდება. ამისთვის სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა დაკაბადონებული ტექსტის სასიგნალო ეკზემპლარების დაბეჭდვას. მომზადდა სამინისტროებიდან მიღებული შენიშვნების ცხრილი და ა.შ.
საბოლოოდ, როგორც იქნა, ეროვნული მოხსენების განხილვა მთავრობის 1 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში მოხვდა. თუმცა სხდომის დაწყვებისას იგი სამწუხაროდ განხილვიდან მოიხსნა.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრო კვლავ გეგმავს ეროვნული მოხსენების მთავრობის სხდომაზე გატანას. თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ამასობაში მოხსენება ითარგმნა ინგლისურად. ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ. დაწყებულია მისი დაკაბადონებაც. დაკაბადონებული ინგლისური ვერსია აგრეთვე განთავსდება ამ ბლოგზე.
ალბათ შეამჩნევდით, რომ ბლოგს დაემატა გვერდი, რომელზეც მოხსენებაში გამოყენებული დიაგრამების უმეტესი ნაწილი ექსელ-ფაილების სახით არის დადებული.
ოქტომბერი
ოქტომბრის თვეში მოხდა შემდეგი:
- დაგვიკავშირდა ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც მოხსენების პროექტით მთლად კმაყოფილი არ იყო. ვიმუშავეთ მათთან, გავასწორეთ ტექსტი და საბოლოოდ შეითანხმეს. საბოლოო ვერსია (ვორდში);
- მომზადდა და დამტკიცდა ცვლილებები ”გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების წესის თაობაზე” პრეზიდენტის ბრძანებულებაში;
- დასრულდა მოხსენების ქართული ვერსიის დაკაბადონება. დაკაბადონებული მოხსენება იხ. აქ.
სექტემბერი
სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყო სამინისტროებიდან საპასუხო წერილების მოსვლა. იყო შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინეთ. ზოგ სამინისტროებს შენიშვნები არ ქონდათ.
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი;
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი;
- განათლების სამინისტროს პასუხი;
- ფინანსთა სამნისტროს პასუხი;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხი;
პარალელურად მიმდინარეობდა ტექსტის დაკაბადონება. დაკაბადონებული თავები იხ. აქ.
აგვისტოს ამბები
აგვისტოს დასაწყისში ეროვნული მოხსენების პირველი სრული ვერსია დაეგზავნა საკომენტაროდ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეებს. ამავე პერიოდში ტომ სტეფორდი უკანასკნელად ჩამოვიდა საქართველოში. გვქონდა შეხვდრა მინისტრთან, ბ-ნ გოგა ხაჩიძესთან. შევათანხმეთ მასთან მოხსენების დასრულების განრიგი. მინისტრი შეგვპირდა, რომ სექტემბერში მოხსენებას მტავრობის სხდომაზე გაიტანს. აგრეთვე ჩატარდა შეხვედრა ავტორებთან და მათ კურატორ მინისტრის მოადგილეებთან - შენიშვნები თითქმის არ იყო და ტექსტი გაიგზავნა საკომენტაროდ სამინისტროებში.
აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში ველოდებით შენიშვნებს სხვა სამინისტროებიდან. პარალელურად მიმდინარეობს იმ თავების დაკაბადონება, რომელზეც დიდი ოდენობის შენიშვნები მოსალოდნელი არ არის (ზედაპირული წყლები, მიწისქვეშა წყლები, მინერალური რესურსები, სტიქიური მოვლენები, რადიაცია, ბიომრავალფეროვნება).
სექტემბრის პირველ ნახევარში მომზადდება მოხსენების საბოლოო ვერსია მთავრობის სხდომაზე გასატანად. პარალელურად დანარჩენი თავები დაკაბადონდება. მოველით, რომ სექტემბრის ბოლოს მოხსენება დამტკიცდება და ოქტომბრის გასაწყისში გამოიცემა.

რა ხდებოდა ივლისში
დასრულდა იმ თავების მომზადება, რომლებიც ცოტა არ იყოს "ჩამორჩნენ": მიწა და ნიადაგები, შავი ზღვის სანაპირო წყლები, ქიმიკატები. ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ თითოეულ ამ სფეროს რამოდენიმე "პატრონი" ჰყავს და მათ მიერ ტექსების მომზადება, ერთმანეთთან მისადაგება-კომპილაცია, შემდეგ კვლავ ავტორებთან შეთანხმება და ა.შ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, როგორც იქნა, გავედით ბოლოში.
ამ მომენტისთვის მოხსენების ყველა თავი მზად არის. უმეტესობა ინგლისურადაც ნათარგმნია. მიმდინარეობს ქართული და ინგლისური ტექსტების რედაქტირება, კომენტირება, გასწორება, ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა - უნდა ვაღიარო რომ ეს საკმაოდ გრძელი და დამღლელი პროცესია, თუმცა შედეგად ტექსტები მნიშვნელოვნად უმჯობესდება (ჩემი აზრით).
დაიწყო ტექსტების დაკაბადონებაც. დაკაბადონებული ტექსტების პირველი ვარიანტები აქ დევს. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ დიზაინერების მუშაობა პუბლიკაციას სერიოზულად აუმჯობესებს. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში ისეთი პუბლიკაცია გამოვა, რომლის გადაფურცვლა-გადათვალიერება (და იქნებ წაკითხვაც) არავის დაეზარება. მე ვფიქრობ გარემოს დაცვის პოპულარიზაციას საქართველოში ეს ძალზე წაადგებოდა.
შემდგომი გეგმები მდგომარეობს ტექსტების დაჩქარებულ დაკაბადონებაში. მერე ისინი დაიგზავნება საკომენტაროდ სამინისტროებში (ფორმალური პროცედურა, რომელიც აუცილებლად გასავლელია), რის შემდეგაც გასწორებული ვარიანტი წარედგინება მთავრობას და პრეზიდენტს დასამტკიცებლად. იმედი გვაქვს რომ ეს ყველაფერი ოქტომბრამდე მოთავდება.

წყლების და მიწების თავები იხურება კომენტარებისთვის!
კომენტარების ვადა იწურება შემდეგი თავებისთვის:
- მიწისქვეშა წყლები;
- ზედაპირული მტკნარი წყლები;
- მიწა და ნიადაგები;
- მინერალური რესურსები;
- სტიქიური მოვლენები.
გთხოვთ გადახედოთ ამ თავების საბოლოო ვარიანტებს და თუ კომენტარები გაქვთ, მოგვაწოდოთ ისინი.
შავი ზღვის სანაპირო წყლების მდგომარეობის აღმწერი თავი კვლავ მზადების პროცესშია. ველოდებით დამატებით ინფორმაციას აჭარის მთავრობისგან. ამ თავზე კომენტირებისთვის დამატებითი ვადა იქნება გამოყოფილი.
გრძელდება კომენტარების მოგროვება მოხსენების სხვა თავებზე
აქ კომენტარებში შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი კომენტარები მოხსენების ყველა თავზე, კომენტარებისთვის უკვე დახურული კლიმატის და ჰაერის თავების გარდა.
Subscribe to:
Posts (Atom)