- ჩვენ გვაქვს ორი სრულებით განსხვავებული ამოცანა: გარემოს მდგომარეობის ანგარიშის მომზადება, რომელიც ბუნებრივია აიგება დღეს რეალურად არსებულ მონაცემებზე და ინდიკატორებზე; და გარემოს ეროვნული ანგარიშების მოზადების წესისა და პროცედურის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მონაცემები/ინდიკატორები ექნება საქართველოს სამი წლის შემდეგ. კარგად უნდა გვესმოდეს განსხვავება ამ ორ ამოცანას შორის.
- სამომავლო ინდიკატორების შერჩევისას უნდა ვიყოთ რეალისტურები და პრაგმატულები. ანუ არ უნდა ვზომოთ ის, რაც დიდად საჭირო არაა. აგრეთვე არ უნდა მოვითხოვოთ მონაცემი, რომლის გაზომვა ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.
- გარემოს ეროვნული ანგარიშის მომზადების აღიარებული მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ თემატურ სფეროს (thematic area, იგულისხმება გარემოსდაცვითი მიმართულებები: ჰაერის დაცვა, წყლის დაცვა, ნარჩენები, მიწის მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა) თავისი კოორდინატორი ჰყავდეს. სფეროს კოორდინატორი აგროვებს(ან ხელმძღვანელობს/ორგანიზებას უწევს ამ შეგროვებას) მთელ იმ ინფორმაციას, რომელის ანგარიშში ამ სფეროს წარდგენისთვის საჭიროა. იგი აგრეთვე უზრუნველყოფს მოგროვილი ინფორმაციის გაანალიზებას სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ, მონაცემთა ინტერპრეტაციას და დასკვნების მომზადებას.
- რაციონალურია, რომ საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას 5-6 თემატური სფერო ჰქონდეს ( ჰაერის დაცვა, წყლის დაცვა, ნარჩენები, მიწის მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილება). სასურველია სამინისტრომ უახლოეს დღეებში დანიშნოს ეროვნული მოხსენების შესაბამისი სფეროს კოორდინატორები. როგორც მოხსენებაზე, ასევე სამომავლო ინდიკატორებზე მუშაობას პროეტი ამ კოორდინატორებთან ერთად გააგრძელებს.
- გარდა თემატური სფეროებისა, გარემოს მდგომარეობის მოხსენებებში განხილული არის ხოლმე გარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სექტორები (იგულისხმება ეკონომიკის სექტორები: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მსხვილი მრეწველობა). ამ განყოფილებების ბედი გარემოს მდგომარეობის ქართულ ანგარიშში ჯობს მოგვიანებით გადაწყდეს (კოორდინატოებთან და დაინტერესებულ გარე ექპერტებთან ერთად).
18 იანვარი: დაგეგმვა
მე, ტომ სტეფორდს, მაია ჯავახიშვილს და დეპარტამენტის იურისტს, თორნიკე ფულარიანს გვქონდა დაახლოებით 2 საათიანი დაგეგმვითი შეხვედრა. ვიმსჯელეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებით პრობლემატურია. ძირითადი მოსაზრებები:
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment