მე, ტომმა და მაიამ ჩავატარეთ შეხვედრები სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, რომლებიც მოამზადებენ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ამა თუ იმ თავს. ჩვენი მიზანი იყო შევთანხმებულიყავით მოხსენების ისეთი სტრუქტურაზე, რომლის შევსება დღეს არსებული ინფორმაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება. ამიტომ ვცდილობდით დეტალურად გაგვერკვია, რა ინფორმაცია არის დღესდღეობით ხელმისაწვდომი და როგორი სახით (უბრალოდ ტექსტური აღწერა, ზუსტი ციფრული მონაცემები, რუკები). შემდეგ ვცდილობდით დაგველაგებინა ეს ინფორმაცია ლოგიკურად.
საბოლოოდ შევჯერდით მოხსენების ასეთ სტრუქტურაზე. თუმცა ეს მხოლდ მონახაზია. რეალური ინფორმაციის მიღების შემდეგ შეიძლება ბევრი რამ გადალაგდეს. ხვალ ვაპირებთ ეს სტრუქტურა არაფორმალურ ექსპერტთა შეხვედრაზე განვიხილოთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ქ-ნ ქეთი ცხაკაიასგან შემოვიდა წინადადება, გარემოს მართვის თავში მოხსენიებული იყოს ქუთაისის და ფოთის გარემოს მართვის ადგილობრივი გეგმები.
ReplyDeleteThis comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete