- არ არსებობს ინფორმაცია მიწისქვეშა წყლების (იგულისხმება სასმელი წყალი და არა მინერალური წყალი) რესურსის წლიური განახლების შესახებ, დაბინძურების/სისუფთავის ხარისხის შესახებ, მოხმარების შესახებ;
- არ არსებობს ინფორმაცია ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის მიწის საფარის (land cover) ჯამური ფართისა და ცვლილებების შესახებ, ასევე მიწის გამოყენების (land use) სხვადასხვა ტიპების ჯამური ფართისა და ცვლილებების შესახებ;
- გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამმართველო (გარემოს ეროვნულ სააგენტოში) თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზესტაფონში რეგულარულად ზომავს NOx, SO2, CO, Pb და უგზავნის ინფორმაციას სამინისტროს. მალე იწყებენ აგრეთვე ატმოსფერულ ჰაერში მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის გაზომვებს. თუმცა PM10-ის გაზომვას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ;
- ჰაერის გამზომი პუნქტების მცირე რაოდენობის გამო (ქალაქში თითო) ძალიან რთულია დაბინძურებულ ჰაერის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შეფასება. თბილისში მაგალითად ჯერ-ჯერობით სულ 1 სადგურია, აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე, რომელიც ხშირად აჩვენებს დაშვებული კონცენტრაციების გადაჭარბებას. შეუძლებელია ამ მონაცემის საფუძველზე დავასკვნათ, რომ მთელ თბილისში ასეთივე დაბინძურებული ჰაერია. ორ თვეში ამოქმედდება კიდევ ორი გამზომი პუნქტი თბილისში. შეიძლება ვნახოთ განსხვავება დაბინძურების მნიშვნელობაში და იქნებ ამის მიხედვით შევაფასოთ დაბინძურებულ ჰაერში მცხოვრებ თბილისელთა რაოდენობა.
- დღეების რიცხვი წელიწადში, როდესაც დამბინძურებელთა კონცენტრაცია ჰაერში დაშვებულს აღემატებოდა დგინდება ერთჯერად მაქსიმალურ ზდკ-სთან შედარებით, და არა საშუალო დღიურ ზდკ-სთან. ეს ინფორმაცია საკმარისი არაა, რადგან მაგალითად SO2-თვის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ 10-ჯერ მეტია საშუალო დღიურ ზდკ-ზე. სამომავლოდ ალბათ საჭიროა აგრეთვე იმ დღეების რაოდენობა, როცა დღიური საშუალო ზდკ იყო გადაჭარბებული. გადაწარბებათა საშუალო სიდიდის გამოანგარიშება არ ხდება.
- ზედაპირული წყლების ხარისხი იზომება მხოლოდ მდინარეებში, 44 წერტილში. ზომავენ ჟანგბადის კონცენტრაციას, ჟბმ-ს, ამონიუმის აზოტს, ფოსფატების და ნიტრატების კონცენტრაციას, ოთხი მეტალის კონცენტრაციას (Fe, Cu, Mn, Zn). ჯამური ფოსფორი და ნიტრატები არ იზომება. გაზომვების შედეგების შეჯამება ყოველთვიურად ეგზავნება სამინისტროს.
- წყლის რესურსების დაცვის სამმართველო რეგულარულად ამზადებს ანგარიშებს წყალსარგებლობის შესახებ. აქ არის მონაცემები წყალაღების შესახებ (როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლების), წყლის დანაკარგების შესახებ და ჩაშვებულ წყლებში გაწმენდილი წყლების წილის შესახებ. თუმცა აქ არ არის გათვალისწინებული წყლის წვრილი მომხმარებლები (ამიტომ ზემოთ დავწერე, რომ მიწისქვესა წყლების რეალური მოხმარება უცნობია).
- ჰაერის დაცვის სამმართველო რეგულარულად ამზადებს ანგარიშებს მსხვილი სტაციონარული ობიექტებიდან (სულ 895) ატმოსფეროში გაფრქვეულ დამბინძურებელთა შესახებ. ძირითადად იანგარიშება მტვერი, SO2, NOx, CO, ნახშირწყალბადები ჯამურად. PM10-ის გაფრქვევაშა შეფასება არ ხორციელდება. ტრანსპორტის გაფრქვევათა აღრიცხვა ან შეფასება სამმართველოს არ ევალება.
- არ არსებობს ინფორმაცია სამრეწველო ნარჩენების წლიური წარმოქმნის ან რეციკლირების მოცულობების შესახებ. მუნიციპალურ ნარჩენებზე მიახლოებითი მონაცემები არსებობს.
- გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი დამტკიცებული აქვს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ინდიკატორები. ეხლა მიმდინარეობს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასება და ინდიკატორების ამოქმედების განრიგის შედგენა.
- სტატისტიკის დეპარტამენტს არ გააჩნია ინფორმაცია ენერგიის მოხმარების შესახებ, სამგზავრო ავტომობილების მგზავრბრუნვის შესახებ;
- სტატისტიკის დეპარტამენტი რეგულარულად ახორციელებს ფერმერთა მეურნეობების და ბიზნეს-საწარმოების შერჩევით შესწავლას. აქვთ ინფორმაცია მინერალური და ორგანული სასუქების მოხმარების შესახებ (მოცულობა, ფართობი). თუმცა საწარმოების შესახებ მოხმარებული ენერგიის მარტო ფასს აფასებენ და არა თვითონ ენერგომატარებლის რაოდენობას.
4-15 იანვარი: დაზვერვა
4-დან 15 იანვრამდე მე და მაია ჯავახიშვილი შევეცადეთ გამოგვეკვლია UNECE-ს მიერ რეკომენდებული გარემოსდავითი ინდიკტორებისთვის (სრული ჩამონათვალი და აღწერა ინგლისურად და რუსულად იხ. აქ, ჩამონათვალი ქართულად იხ. აქ) მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხი. ჩვენ განვახორციელეთ 15-მდე ვიზიტი გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის უწყებებში და სტატისტიკის დეპარტამენტში. ქვემოთ შევაჯამებ ძირითად პრობლემატურ საკითხებს:
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment